ენგურის ხიდი გაიხსნა

  • მედიის ინფორმაციით, ენგურის ხიდი გაიხსნა.

ხიდი ორივე მიმართულებით გაიხსნა, ისევე, როგორც ფახულანი-საბერიოს საფეხმავლო გადასასვლელი.

ინფორმაციისთვის: 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცალმხრივად ჩაიკეტა. ენგურის ხიდზე, სოფ რუხში მიმოსვლა ცალმხრივად, ხოლო სოფ ფახულანში ორმხრივად იყო ჩაკეტილი. მგზავრები ხიდის ჩაკეტვას 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *