ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს

  • ამ წუთებში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღეს გაგრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, სავარაუდოდ, რვა მოწმე გამოიკითხება. სასამართლოში იმყოფება და სხდომას ესწრება ბრალდებულიც. 

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *