თემურ კუპატაძე: ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირი

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირი.

“გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“, – განაცხადა თემურ კუპატაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *