ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა.

მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *