- 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულების პროექტს ცესკო-ს სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების აუცილებლობა გამოიწვია საკრებულოს წევრებისთვის – ბექა ლაჭყეპიანისთვის (ვანი), რამაზ ხინიკაძისთვის (წალკა), ილია სარსევანიძისთვის (დმანისი) და ადამე მოზაიძისთვის (ახმეტა) უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტამ.

