ირაკლი ღარიბაშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს

  • სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან – მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი – მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან – როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მითუმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *