კახა კალაძე-რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?

  • რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, მისი ოპონენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასთან შეთავაზებას ღია დებატებთან დაკავშირებით.

“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *