მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 28 იანვრიდან ნაწილობრივ შეიზღუდება

  • თბილისი მერიის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

“აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *