საგარეო საქმეთა სამინისტრო თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს.

“მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *