“ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის: “ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *