პარლამენტში აქცია მიმდინარეობს

  • ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღევანდელი აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნით დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *