რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

  • „არა ნგრევას“ – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ორგანიზებულ აქციას რიგითი მოქალაქეები, სხვა კლინიკის ექიმები და „ვოლტის“ კურიერებიც შეუერთდნენ.

კლინიკის მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, არსებული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და მის ახლოს ახალი კლინიკა აშენდეს. ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პირობას აძლევს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ყველა მათგანს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. თუმცა, კლინიკაში დასაქმებულებს ამ დაპირებების არ სჯერათ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რესპუბლიკური შენობის დანგრევის საშუალებას არავის მისცემენ და აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *