სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობირივი ქმედებებისთვის დაკავებული 7 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილმა გამოიტანა.

სასამართლომ ექვს ბრალდებულს 225-ე, ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ, ერთი ბრალდებული კი – ძალადობაში.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვანო ბურდულს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *