საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, „პისიარ“-ტესტით – 2 094.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *