სახალხო დამცველი: ჩვენი რწმუნებულები აგრძელებენ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დაკავებულ მოქალაქეებსსახალხო დამცველი:

  • საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას; ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.

7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს”.-აღნიშნულია სახალხო დაცველის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *