ჯიმი ბაფეტი-მილიარდერი მომღერალ-კომპოზიტორი

ჯიმი ბაფეტი ფიქრობს, რომ სამუშაომ არ უნდა გადაღალოს ადამიანი. თუ ის მას ისე მიუდგება, როგორც გასართობს, საყვარელ საქმეს, უფრო პროდუქტიული იქნება. პროდუქტიული რა, 76 წლის ბაფეტმა კარიერა – და ათნიშნა სიმდიდრე – უდარდელი კუნძულის ატმოსფეროს ჰიტ-სიმღერებად, რესტორნების ქსელად, კურორტებად, მათ შორის დახურულ დასახლებებად გადაქცევით ააშენა.

„ბრენდის ან რაიმეს ფლობის იდეა აზრად არ მომსვლია, სანამ კი-ვესტში არ მოვხვდი“, – ამბობს ბაფეტი. ქვიშის ამ პატარა ნაგლეჯზე, ჰავანიდან სულ რაღაც 100 მილის დაშორებით, ის უკრავდა ადგილობრივ კლუბებში და თანდათან აყალიბებდა თავის საფირმო ტროპიკულ როკ-ჟღერადობას, აერთიანებდა რა ფოლკს, კალიფსოს, როკსა და პოპს ახალი ჟანრის შესაქმნელად.

ჰიტმა Margaritaville-მა პლაჟის მშვიდი მელოდიებით, 1977 წლის ალბომიდან – Changes in Latitudes, Changes in Attitudes – მას სახელი მოუტანა. იმ წელს LP-მ პლატინის სტატუსი მიიღო და Margaritaville-ი გახდა მისი ერთგული თაყვანისმცემლების ჰიმნი, რომლებიც საკუთარ თავს Parrotheads-ს უწოდებდნენ. 1984 წელს ლუდ Corona-სთან დადებულმა სალიცენზიო შეთანხმებამ გამოაცოცხლა მისი რადიოეთერი და სულ რაღაც ოთხ წელიწადში „ლაგერის“ ბრენდის იმპორტირებული ლუდის ბაზრის წილი 2%-დან 17%-მდე გაზარდა.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, ბაფეტი სულ უფრო ხშირად ამჩნევდა მაისურებს კი-ვესტის სავაჭრო მაღაზიებში, რომლებიც მისი თანხმობის გარეშე იყიდებოდა და მისი სახელი ხშირად შეცდომით ეწერა, როგორც „Buffet“. მას სურდა, ჰქონოდა თავისი პირადი ბრენდი, რისთვისაც ის 1985 წლის კი-ვესტში Margaritaville-ის მაისურების პირველი მაღაზიის გასახსნელად დიდი ხნის მეგობარ დონა „სანშაინ“ სმიტთან გაერთიანდა.

„თუ ხელოვანი ხარ, თუ გსურს შენი ცხოვრების გაკონტროლება… მაშინ ბიზნესმენიც უნდა იყო, მოგწონთ ეს თუ არა, – იფიქრა ბაფეტმა და კომპოზიტორი, მომღერალი, ბიზნესმენი მხატვრად ჩამოყალიბდა“.

ამ ერთმა მაღაზიამ ის საბოლოოდ მიიყვანა იმპერიამდე, რომელიც მოიცავს ბესტსელერ რომანებს (როგორიცაა 1989 წლის Tales from Margaritaville-ი), ბროდვეის მიუზიკლს, Mailboat Records-ლეიბლს და ინტერნეტრადიოსადგურს. სამი ათეული წლის წინ ის შეხვდა ჯონ კოჰლანს – ყოფილ ფინანსურ აღმასრულებელს, რომლის ფირმამ ინვესტიცია მოახდინა სწრაფი კვების ქსელებში. კოჰლანი მოგვიანებით გახდა Margaritaville Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორი და შექმნა საწარმო, რომელიც დღეს ფართო გლობალური ლიცენზირების ოპერაციაა, და რომელმაც 2022 წელს $2.2 მილიარდის გაყიდვები მოიტანა – ბაფეტის $400 მილიონის, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის ჩათვლით – კომპანიასთან დაახლოებული წყაროს მიხედვით.

როგორც ინტერნეტწყარო შენიშნავს, Margaritaville-ის ბრენდი მოიცავს 30-ზე მეტ დასასვენებელ კურორტს მიმოფანტულს მანჰეტენიდან და პალმ-სპრინგსიდან დომინიკის რესპუბლიკასა და მექსიკამდე. არსებობს როგორც ცალკე მდებარე, ასევე აშშ-სა და კარიბის ზღვის ქვეყნების კურორტებზე არსებული 150 რესტორანი ბაფეტის თემაზე, რომლებიც ამზადებენ „Who’s to Blame“-ის მარგარიტებსა და Jimmy’s Jammin’ Jambalaya-ს. არის კაზინოები ლუიზიანასა და პუერტო-რიკოში, Margaritaville-ის ტანსაცმლისა და გაყინული სასმელების მიქსები, აუზების ფლოტები და პიკლბოლის სეტები. ამასთანავე, არსებობს ცალკეული ალკოჰოლური პარტნიორობებიც: ლუდი Landshark-ი და ტროპიკული პუნში (AB InBev-თან ერთად), Margaritaville-ის ტეკილა და, რა თქმა უნდა, მზა სასმელი მარგარიტები და კოქტეილები (ორივე Sazeracთან ერთად).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *