საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტო-ტექნიკა გადაეცა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტო-ტექნიკა შეემატა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს 3 ერთეული სამაშველო მანქანა პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურმა გადმასცა. ერთი თანამედროვე მაგირუსის ფირმის სახანძრო ავტო-ცისტერნა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა.

სახანძრო-სამაშველო ავტო-ტექნიკა ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაეცემათ, რაც გაზრდის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და ავტოპარკის განახლების პროცესს. დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის, ასევე ინფრასტრუქტურის განახლების არაერთი პროექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *