- პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!
ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას).
ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.