საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით.

უწყების ცნობით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოვლინდა.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ ჰქონდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *