ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

  • 31 წლის კაცი, ილია ისაევი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიები ავრცელებენ, რაც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემაც დაადასტურა.

მისივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *