აპლიკაცია “ფიქს თბილისი” 15 მაისიდან ამოქმედდება

  • აპლიკაცია “ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის – „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. დღეს მოქალაქე ან ცხელ ხაზზე რეკავს, ან „ფეისბუქზე“ გვაწვდის ინფორმაციას. ხშირად პირადად მეც მიგზავნიან ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს სკვერში რაიმეს დაზიანება, ან ატრაქციონი იყოს მოსაწესრიგებელი, დაზიანებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განათება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. ამ მიზნით, იქმნება შესაბამისი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მოგვაწოდოს ინფორმაცია…”-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *