კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის სამუშაოები დასრულდა

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი (კმ24 – კმ34) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო გვერდულები და საგზაო ნიშნები, მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ საკონტრაქტო 2.8 მლნ. ლარი შეადგინა.

სამუშაოები კომპანია “New Road”-მა შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *