საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 700, „პისიარ“ ტესტით – 19 359.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,46%, ბოლო 14 დღის – 5,65%, ბოლო შვიდი დღის – 5,09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 930 544 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 890 733 გამოჯანმრთელდა, 13 707 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 495 435 აცრა, დღიურად აცრილია 11 720.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *