საქართველოში კორონავირუსის 2 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 234 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 590, „პისიარ“-ტესტით – 16 644.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,14%, ბოლო 14 დღის – 5,55 %, ბოლო შვიდი დღის – 5,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 936 844 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 896 868 გამოჯანმრთელდა, 13 860 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 514 871 აცრა, დღიურად აცრილია 1 388.

კარანტინის რეჟიმშია 57, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 495 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 832 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *