საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

  • საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.

რუსთაველის გამზირზე მოეწყობილია ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობილია კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობილია საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიული ინსტალაცია, ავიაციის კოსტუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.

26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *