ქუთაისში “ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნება

  • დღეს, ქუთაისში “ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნება.

სადღესასწაულო ღონისძიებები ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო, სადაც სასულიერო პირებმა ქუთაისი დალოცეს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს სამი ოთარის ძეგლი.

“ქუთაისქალაქობა 2023-ის“ აღნიშვნა დავიწყეთ. ყოველ 2 მაისს, ბაგრატის ტაძარში ქუთაისის დალოცვით ვიწყებთ დღესასწაულს.

ატივი მივაგეთ სამი ოთარის ხსოვნას – ოთარ სულაბერიძის, ოთარ ქორქიას და ოთარ მამფორიას ძეგლები ყვავილებით შევამკეთ. ასეთი დიდებული ადამიანები ამშვენებდნენ ქუთაისს და ჩვენი ვალია, ვიყოთ მათი ღირსეული მემკვიდრეები.

მთელი დღის მანძილზე ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ „ქუთაისქალაქობა 2023-ს“! – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

+5

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *