29 აპრილს 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 29 აპრილს 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *